თავში

სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირება იწყება

სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირება იწყება
სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირება იწყება

პირველი სახელმწიფო საწარმო, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა (სსე). როგორც დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, მთავრობა იმსჯელებს როგორ უნდა დაკომპლექტდეს სამეთვალყურეო საბჭო. სამუშაო ჯგუფს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოსასვლელად მზადება დაწყებულია. სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნით, როგორც თავის დროზე ითქვა, უნდა იყოს უზრუნველყოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. მანვე უნდა განსაზღვროს კომპანიის შემდგომი განვითარების პოლიტიკა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოსვლა, ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს დაანონსდა.

რეფორმირების ფარგლებში მოხდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის“ შემოერთება, რის შედეგადაც მისი სატრანზიტო ინფასტრუქტურის ხარჯები, სსე-ის ტარიფში აისახება. განხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კორპორატიზაცია, რაც მართვის მოდელის დახვეწას გულისხმობს.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ლარის ობლიგაციების გამოშვებასაც გეგმავს. ობლიგაციების განთავსების შედეგად მოზიდული სახსრებით, სსე მოახდენს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებას. ლარში ნომინირებული ობლიგაციების განთავსება დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკაზე. პროექტი მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით.

კომპანიამ 2019 წელი 30 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. მომგებიანი იყო 2018 წელიც , როცა მისი მოგება 47 მლნ ლარს გაუტოლდა.

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებაში ევროკავშირი ეხმარება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2023 წლამდე ოფიციალურად რეაბილიტაციის პროცესშია. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საწარმოთა რეფორმის ფარგლებში, კომპანიაში ჩამოყალიბდება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ერთადერთი ორგანოა, რომელიც აქციონერი, ანუ სახელმწიფო 100 პროცენტიანი წილის მქონე კომპანიებში, მართვას ახორციელებს. იგეგმება ლარში ნომინირებული ბონდების გამოშვებაც.

წელს საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისთვის, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმებით, 90 მილიონი ევრო გამოიყოფა. აშენდება150 კმ-ზე მეტი ახალი გადამცემი ქსელი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად.

2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system