თავში

შეზღუდვების მეორე ტალღა "ზედმეტად მკაცრად" შეფასდა

შეზღუდვების მეორე ტალღა "ზედმეტად მკაცრად" შეფასდა
შეზღუდვების მეორე ტალღა ზედმეტად მკაცრად შეფასდა

PMC კვლევითმა ცენტრმა გამოიკვლია COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

შედეგებმა აჩვენა, რომ ექსპერტთა 60% 28 ნოემბერს მთავრობის მიღებულ რეგულაციების ახალ ტალღას "ზედმეტად მკაცრად"  მიიჩნევს, ხოლო 26.7% თვლის, რომ მთავრობის გატარებული ზომები ”ადეკვატური” იყო. ექსპერტთა 6.7% მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებებს ”არასაკმარისად მკაცრს” უწოდებს,  6,7% -ს არ ჰქონდა მოსაზრება დასმულ კითხვაზე.

გამოკითხულ ეკონომისტთა 26.7%-მა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ფისკალური სტიმულირების პაკეტი საკმარისია, 33.3%-ი ფიქრობს, რომ ფისკალური დახმარების პაკეტი საკმარისი არ იყო. 20% მიიჩნევს, რომ დაწესებული ფისკალური სტიმულირების პაკეტი საჭიროზე მეტი იყო, ხოლო 20%-ის აზრით, ფისკალური სტიმულირების მხრივ მომავალში კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.

ეკონომიკურ ანტიკრიზისულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ექსპერტთა ყველაზე მაღალი წილი (60%) ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს მათ, ვინც პანდემიის დროს დაკარგა სამუშაო (200 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში) და მათ, ვინც დასაქმებულია დაწესებულებებში, რომელთა საქმიანობა შეჩერებულია (300 ლარი).

ექსპერტთა ყველაზე მაღალი წილი (26,6%) არ იწონებს გადაწყვეტილებას საშემოსავლო გადასახადის გაუქმების შესახებ.

შეგახსენებთ, მთავრობამ კორონავირუსის  ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე, 28 ნოემბრიდან რეგულაციების ახალი ტალღა აამოქმედა, რომელთა ნაწილი ამ დრომდე მოქმედებს: რესტორნების შიდა სივრცეები დახურულია, დახურულია ზამთრის კურორტებიც, არ მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, სწავლა არ განახლებულა უმაღლეს სასწავლებლებსა და ბაღებში, ჩაკეტილია ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მოქმედებს "კომენდანტის საათი," რომლის შემსუბუქება ერთ-ერთია, რომელსაც ბიზნესი მოითხოვს, თუმცა ამ დრომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.

ბიზნესი იმედოვნებს, რომ რომ ახალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეასრულებს დანაპირებს და მიმდინარე კვირასვე მოიხსნება შეზღუდვები.

ცნობისთვის, გუშინ წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ის საკოორდინაციო საბჭოსთან პირველ შეხვედრას გამართავს და შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გამოცხადდება.

საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზეა მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. შეზღუდვების გამო საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ კარგავს 16 მლნ ლარს. ქვეყანას ჯამურად 2020 წელს 1.0 მლრდ ლარის დანაკარგი უფიქსირდება.  საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს მიადგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system