თავში

თანამშრომლების ნაწილს მუშაობის გაგრძელება სურს - "IDS ბორჯომი საქართველო"

თანამშრომლების ნაწილს მუშაობის გაგრძელება სურს - "​IDS
თანამშრომლების ნაწილს მუშაობის გაგრძელება სურს - IDS ბორჯომი საქართველო

"ჩვენი კომპანიის გაფიცული თანამშრომლების დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა," - ამის შესახებ თავად კომპანია აცხადებს და პოზიციას კიდე ერთხელ აფიქსირებს: 

"შექმნილი ვითარების გამო, გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.~ უკვე მესამე დღეა, რაც ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერებულია. წარმოების პროცესის შეჩერება სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირებამ გამოიწვია, რომელიც ინიცირებული იყო პროფკავშირების ლიდერის და სხვა აქტივისტების მიერ. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აგრძელებს დიალოგს თანამშრომლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ მათიდიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა. ერთადერთი ფაქტორი რაც ხელს უშლის ბორჯომის ქარხნების მუშაობის განახლებას, ეს არის უპასუხისმგებლო მოქმედებები, რომლებიც ქარხნებში სატრანსპორტო შესასვლელებს ბლოკავს," - განმარტავენ კომპანიაში. 

შეგახსენებთ, კომპანია "ბორჯომის" საპროტესტო აქციამ ბორჯომის ქუჩებში გადაინაცვლაგაფიცულები საპროტესტო მსვლელობას ავტოკოლონით აწყობენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 

ცნობისთვის, "IDS ბორჯომი საქართველომ" გუშინ განცხადება გაავრცელა. კომპანია ადასტურებს მზადყოფნას, დაუკმაყოფილოს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნა, მათთვის ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით.

შეგახსენებთ, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ცნობით, ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნები სრულად გაჩერდა, რადგან 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცულები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system