თავში

თბილისი - საგარეჯოს 35კმ-იანი ავტობანის მშენებლობა წელს დაიწყება

თბილისი - საგარეჯოს 35კმ-იანი ავტობანის მშენებლობა წელს დაიწყება
თბილისი - საგარეჯოს 35კმ-იანი ავტობანის მშენებლობა წელს დაიწყება

"2024 წლისთვის ჩვენ დავასრულებთ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, რაც სრულიად განსხვავებულ რეალობას შექმნის და ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან საერთაშორისო სტანდარტის გზებით დაგვაკავშირებს," - ამის შეასხებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება. მისი თქმით, 2024 წლისთვის ნ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა დასრულდება. ვიცე-პრემიერის განმარტებით, საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა სწრაფ რეგიონულ განვითარებას განაპირობებს. ახალი გზები რეგიონებში მეტ ტურისტს, მეტ ინვესტიციებს და დასაქმებას ნიშნავს. 

"სწორად ამიტომ პანდემიის მიუხედავად არ გაგვიჩერებია არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი. მეტიც, ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად ვიწყებთ ახალ მასშტაბურ პროექტს - თბილისი - საგარეჯოს 35კმ-იანი ავტობანის მშენებლობას“,-აღნიშნა მაია ცქიტიშივლმა და დასძინა, რომ სამინისტრო კვლავ ხელს შეუწყობს პროექტებში ქართული კომპანიების ჩართულობას.

„ვინაიდან თბილისი - საგარეჯოს ავტობანის პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით და არა საერთაშორისო დონორების სახსრებით, ქართულ კომპანიებს შეეძლებათ თბილისი - საგარეჯოს ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობის მიღება," - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი წელს გამოცხადდება და ამ ავტობანის მშენებლობას სახელმწიფო აფინანსებს.

ცნობისთვის ეს პროექტი აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ქვეშაცაა. გზის კეთილმოწყობა ორივე ქვეყნის ინტერესშია, რადგან აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანზიტო დერეფანს გახდის სრულყოფილს. ეს გზა საერთაშორისო-სატრანზიტო მნიშვნელობისაა, რადგან, თბილისი-კახეთის მთავარი მაგისტრალის ფუნქციის გარდა, ის ასრულებს სატრანზიტო დერეფანის ფუნქციას საქართველო-აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს შორის.

პროექტი ითვალისწინებს არა ძველი გზის, არამედ მთლიანად ახალი მაგისტრალის აღდგენას. თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პროექტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია. პროექტის თანახმად, თბილისი-საგარეჯოს გზას ოთხი ზოლი ექნება. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პროექტირებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, ტენდერი თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობაზე მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში უნდა გამოცხადებულიყო.

ცნობისთვის, რუსთავიდან აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი გზის, რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მონაკვეთების ,შენებლობა 2023 წლამდე გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system