თავში

TRACECA- ს სატრანზიტო სტარტეგია განახლდება

TRACECA- ს სატრანზიტო სტარტეგია განახლდება
TRACECA- ს სატრანზიტო სტარტეგია განახლდება

”ჩვენ ახლა ვამუშავებთ სტრატეგიას TRACECA- ს ქვეყნებს შორის (სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზია) 2030 წლამდე კონტეინერული ტვირთის გადაზიდვის გასაზრდელად”, - ამის შესახებ TRACECA-ს  მთავრობათაშორისი კომისიის ეროვნულმა მდივანმა, რუფატ ბაირამოვმა, განაცხადა. მისი თქმით TRACECA-ს დერეფანში ტვირთის გადაზიდვა აზერბაიჯანის გავლით უახლოეს მომავალში გაიზრდება.

”გავაანალიზებთ სავაჭრო ბრუნვას ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის 2020-2030 წლებში, გავაკეთებთ პროგნოზს და გამოვთვლით ჩვენს დერეფანში მოძრაობას. გასულ წელს ჩვენს პორტში (ბაქოს პორტი) გავიდა 40 ათასი კონტეინერი.  ეს იყო ისტორიული რეკორდი. პროგნოზების თანახმად, 2030 წლისთვის დერეფანში დაახლოებით 500-700 ათასი კონტეინერის მოზიდვას შევძლებთ, თუმცა, ინფრასტრუქტურის საკითხები უნდა გადაწყდეს," - განაცხადა ბაირამოვმა. 

მისივე ინფორმაციით, TRACECA-ს დერეფანში ტვირთის გადაზიდვის პროცესი გაციფრულდება.

”საზღვაო მარშრუტის გარდა, არსებობს სახმელეთო მარშრუტებიც, რომლებსაც კონკურენციას ვუწევთ, მაგალითად, ტრანს-ციმბირის გზა რუსეთის გავლით. ჩვენ უნდა ჩავრთოთ ციფრული პროგრამები, შემოვიტანოთ ციფრული ტექნოლოგიები ჩვენს დერეფანში, რათა განვავითაროთ ალტერნატიული და კონკურენტული მარშრუტი. ახლა მასზე ვმუშაობთ. ამჟამად მზადდება იურიდიული დოკუმენტი, რომელიც თანხვედრაშია TRACECA– ს ყველა ქვეყნის ნორმებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან," - ამბობს რუფატ ბაირამოვი. მისი განმარტებით, TRACECA- ს დერეფანი მოიცავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს, კავკასიასა და ევროპას. თითოეულ ამ ქვეყანას აქვს საკუთარი სამართლებრივი ჩარჩო, სხვადასხვა სისტემები. ახლა კი მუშავდება სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ყველა სისტემას შეესაბამება. ამისათვის საჭიროა ელექტრონული სისტემა, რომელშიც გამგზავნი, მიმღები და ტვირთის გადამზიდავი შეიტანენ მონაცემებს და ამის საშუალებით შესაძლებელი იქნება ნავსადგურის ოპერაციების დათვალიერება და ტვირთის გადაზიდვის განხორციელება დროის დაკარგვის გარეშე. ამით დაიზოგება დრო, რაც დოკუმენტაციის მიმზადებას, გადამოწმებას სჭირდება. 

TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის ეროვნულმა მდივანმა აღიარა, რომ პანდემიის გამო, სატვირთო გადაზიდვების შეფერხებებია, რადგან მანქანებს ამოწმებენ საზღვარზე, მოწმდება მძღოლების ჯანმრთელობა, ტარდება დეზინფექცია და შემდეგ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მიდიან საზღვარზე. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია ტვირთის გადაზიდვა უკონტაქტო სისტემით. 

ცნობისთვის, 2020 წელს აზერბაიჯანის გავლით ევროპა-კავკასია-აზია (TRACECA) საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით გადაიზიდა 38,491,4 ათასი ტონა ტვირთი. დერეფანში საქონლის ბრუნვამ შეადგინა 9,254,3 მლნ ტონა / კმ. "ტრასეკას" მთლიან სატვირთო გადაზიდვებში, 21,8% ანუ 8 382,1 ათასი ტონა სატრანზიტო ტვირთია. მისი მოცულობა წლიურად 304,9 ათასი ტონით ანუ 3,8% -ით გაიზარდა.

TRACECA-ს დერეფანში საბაჟო პროცედურების გაციფრულება იგეგმება. თანხმდება ტრანზიტის ნებართვის ერთიანი პირობებიც.

TRACECA-ს ერთიანი ტრანზიტის ხელშეკრულება გასული წლის ზაფხულზე დამტკიცდა.

TRACECA არის საქონლის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის სისტემა, რომელიც ეყრდნობა საბაჟო კონვენციას TIR– ის გამოყენებით საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ. ის უზრუნველყოფს საერთაშორისო ევრო-აზიის სატრანსპორტო კავშირს, რაც ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას. TRACECA დერეფანში მთავარი სატვირთო ნაკადები, ერთის მხრივ, წარმოიქმნება დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ხოლო, მეორეს მხრივ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA) შეიქმნა 1993 წელს ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით. მალევე პროექტს ეუერთდნენ უკრაინა, მოლდოვა და მონღოლეთი. 2000 წელს შეუერთდა თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო 2009 წელს - ირანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system