თავში

თვითნებურად გასნის შემთხვევაში რესტორნები სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ

თვითნებურად გასნის შემთხვევაში რესტორნები სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ
თვითნებურად გასნის შემთხვევაში რესტორნები სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ

"ორგანიზაციები დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, გარდა უმკაცრესი რეაგირებისა, ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას," -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამმთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სამართლიანი და გამოავლენს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობას.

„მიზანმიმართული დარღვევა ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, დაწესებული წესებისა, გარდა იმისა, რომ ამას როგორც შედეგი მოყვება უმკაცრესი რეაგირება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ რესტორნები საქართველოში 15 თებერვლიდან იხსნება.  გუშინ წინ კი რესტორატორებმა 6 თებერვლიდან თვითნებული გახსნა  გახსნას დააანონსეს  შეცვლიან თუ არა გადაწყვეტილებას ისისნი, დღევანდელი სიახლის შემდეგ, ჯერ უცნობია.

რესტორატორები შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურმა და ეკონომიკის მინისტრმა გუშინ მკაცრად გააფრთხილა. ინსპექცია, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, რესტორნებს კანონის ფარგლებში დააჯარიმებს.

გუშინვე რესტორატორებმა განაცხადეს, რომ, გაფრხილების მიუხედავად, შაბათს გახსნას მაინც აპირებენ.

ცნობისთვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთე ეტაპის ფარგლებში ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნე ინდუსტრია, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system