თავში

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

დღეს, დისტანციურად გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე, ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

როგორც პტოკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა, რადგან გამოძიებით დადგინდა, რომ კომფლიქტის ნიადაგზე, გ.ა.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 6 იანვარს, საღამოს საათებში ქ. თბილისში, გ.ა-სა და მის ძმას მ.ა.-ს შორის მათსავე საცხოვრებელ სახლში კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც გ.ა.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მ.ა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა 2021 წლის 6 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პოკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, თბილისში, 6 იანვარს 19 წლის მიშო ახლოურის მკვლელობის ბრალდებით, მისი ძმა დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system