თავში

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 1 პირი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს - VIDEO

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 1 პირი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს - VIDEO
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 1 პირი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს - VIDEO

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთი პირი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ადვოკატ ანა ჟღენტის ინფორმაციით, ცრუ დასმენის ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია დანაშაულს აღიარებს.

,,განიზრახა კარიერული ზრდის მიზნით, სენსაციური ინფორმაციის შექმნა, მას არ გაუაზრებია, რომ შესაძლოა, დანაშაულში გადაზრდილიყო. მან აღნიშნული დანაშაული აღიარა და მოინანია", - განაცხადა არონიას ინტერესების დამცველმა. 

პროკურატურა დაკავებულისთვის 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, ადვოკატის თქმით, ვერონიკა არონიას სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლემ ის 2500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ცნობისთვის, ვერონიკა არონია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით 3 სექტემბერს დააკავეს. 

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმეცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system