თავში

ადვოკატი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი არ, ან ვერ შეიწყალებს

ადვოკატი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი არ, ან ვერ შეიწყალებს
ადვოკატი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი არ, ან ვერ შეიწყალებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მსჯავრდებულს არ, ან ვერ შეიწყალებს. მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური ნება, ეს არის პირადი მიზანი როგორც საერო, ისე სასულიერო პირებში. ადვოკატის თქმით, შეწყალების შემთხვევაში ბევრ ისეთ კითხვას გაეცემა პასუხი, რაც გარკვეული პირებისთვის ხელსაყრელი არ იქნება. 

"მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი არ შეიწყალებს, ვერ შეიწყალებს მამა გიორგი მამალაძეს. სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ უარი თქვა. ახლა კი  ვხედავთ, რომ ჩართულია გადამისამართების პოლიტიკა. საპატრიარქომ განაცხადა, რომ მათ თავიანთი ვალი შუამდგომლობის დაყენებით მოიხადეს და ახლა ყველაფერი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. როცა დეკანოზი გათავისუფლდება, საზოგადოებას ძალიან ბევრ კითხვაზე გაეცემა პასუხი, რაც გარკვეულ პირებს, როგორც სასულიერო, ისე საერო ფიგურებს, არ აწყობთ", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეყალების შესახებ შუამდგომლობის წერილი გაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილი შეწყალების აქტს ხვალ, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცემს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system