თავში

ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ პირის სასამართლო პროცესი დღესგაიმართება

ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ პირის სასამართლო პროცესი დღესგაიმართება
ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ პირის სასამართლო  პროცესი დღესგაიმართება

თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანისთვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ.

report.ge-ს თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, რომ პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წაუყენა.

საგამოძიებო უწყება შევარდნაძისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს. 

შეგახსენებთ, რომ  ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენებებაზე მისულ ანა სუბელიანს  აქციაზე  მყოფმა ჰომოფობიერად განწყობილმა ადამიანმა  ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. 

ართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმი ქართული ნაციონალური ანსამბლის წევრი ორი ახალგაზრდა მამაკაცის - მერაბისა და ირაკლის სიყვარულზეა. 26 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ლგბტ კინოფესტივალზე, კინოსურათის პრემიერა შედგა. გეი წყვილის სასიყვარულო ისტორიამ გარკვეულ ჯგუფებში პროტესტი გამოიწვია.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. კინოჩვენების ჩაშლით იმუქრებოდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე და მმკ-ის წევრი გურამ ფალავანდიშვილი.

მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

"და ჩვენ ვიცეკვეთ", რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარდგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system