თავში

"არ გაბედოთ თავდამსხმელების გამოშვება" - ვახო სანაია

"არ გაბედოთ თავდამსხმელების გამოშვება" - ვახო სანაია
არ გაბედოთ თავდამსხმელების გამოშვება - ვახო სანაია

დღეს, 13 აგვისტოს 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის ბრალდებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

როგორც ვახო სანაია წერს, საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტები შეიკრიბებიან. 

"პარასკევს,11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება ჩემზე, ჩემს ოჯახზე თავდამსხმელთა სასამართლო პროცესი. მოსალოდნელია განაჩენის გამოცხადება. ყველა ლოგიკით, განაჩენი ივლისში უნდა ყოფილიყო, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხდება აგვისტომდე მოიყვანა. ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ივლისში ჟურნალისტების მასობრივი ცემის ფონზე ვერ გამოუშვებდნენ დაკავებულებს. არ შევეგუები, რომ ამ საქმეზე დამნაშავეები არ დაისაჯონ. ხელისუფლებავ, არ გაბედოთ თავდამსხმელების გარეთ გამოშვება!

ამიტომ ვიკრიბებით დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან. ამ საქმეს არ მივიჩნევ მხოლოდ ჩემზე თავდასხმად. სწორედ ასეთ ფაქტების გამო დაუსჯელობამ მიიყვანა ქვეყანა 5 ივლისის ტრაგედიამდე და ლექსოს მკვლელობამდე. 11:00 საათიდან ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, ვიქნებით საქალაქო სასამართლოსთან", - წერს ვახო სანაია. 

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულების, გიორგი სახელაშვილისა და სულიკო საყევარაშვილის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს და 2 300 ხელმოწერა წარმოადგინეს. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ვახო სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

სამივე მათგანს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system