თავში

ჩვენი პირობა შევასრულეთ - ნიკა მელიას საქმის პროკურორი

ჩვენი პირობა შევასრულეთ - ნიკა მელიას საქმის პროკურორი
ჩვენი პირობა შევასრულეთ - ნიკა მელიას საქმის პროკურორი

"ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ",- ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით მიმართა.

პროკურორის განცხადებით, შუამდგომლობა, რომ მელიას პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი უკვე შესულია სასამართლოში.

"ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულ აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით გირაოთი შეცვლით უკვე შესულია სასამართლოში. ბუნებრივია სასამართლოზე არის დამოკიდებული რა ვადაში მოხდება შუამდგომლობის განხილვა. ჩვენ შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ. როგორც საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი ჩვენი დეკლარირებული პოზიცია იყო ის რომ პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს",- განაცხადა პროკურორმა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.

პოლიტიკოსის გირაო, "დამოუკიდებელმა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" გუშინ გადაიხადა.

ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის შუამავალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system