თავში

"დაჯარიმდებით ორივე უმკაცრესად" - მიხეილ სააკაშვილის მოსამართლე

"დაჯარიმდებით ორივე უმკაცრესად" - მიხეილ სააკაშვილის მოსამართლე
დაჯარიმდებით ორივე უმკაცრესად - მიხეილ სააკაშვილის მოსამართლე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასამართელებენ. სასამართლო სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა პროკურორ ლაშა კოტრიკაძის რეპლიკას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა.

სასამართლო სხდომის მოსამართლემ, მაია ქოქიაშვილმა ორივე მხარეს მკაცრი გაფრთხილება მისცა.

„დღეს ხომ არ სრულდება ეს პროცესი? ასეთი საუბარი კიდევ გაგრძელდება ან ერთის, ან მეორეს მხრიდან და დაჯარიმდებით ორივე უმკაცრესად. ასეთი ქცევის წესი აბსოლუტურად დაუშვებელია სასამართლოში. მგონი, არც ერთი და არც მეორე ხართ პირველად სასამართლოში. მართლა ძალიან მეუხერხულება, რომ წესრიგის დაცვაზე მიგითითებთ სასამართლო. ერთი, რომ არ ჯდება იმ წესებში, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მხარე, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს და მეორე, რომ არანაირ ეთიკურ ჩარჩოში ეს ყოველივე არ ჯდება. ახლა ოფიციალურ გაფრთხილებას მოგცემთ, თუ განმეორდება და ან ერთი, ან მეორე ტონს აუწევს, სასამართლო გამოიყენებთ იმ სანქციებს, რისი გამოყენების უფლებაც სასამართლოს აქვს. ახლა მოვუსმენთ ბატონ მიხეილს, მით უფრო, რომ ის საუბრობდა ამ ნაწილში სწორედ მისი დაკავების შემდგომ მის მიმართ განხორციელებულ ზომებთან დაკავშირებით. ეს საყოველთაოდაც ცნობილია, რადგან ტელევიზიას ყველა ვუყურებთ და ფართოდ არის ცნობილი. სასამართლო ვერ შეაჩერებს ბრალდებულს და თუ მას სურს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დააფიქსიროს მისი პოზიცია, ის აბსოლუტურად თავისუფალია ამ ნაწილში. თქვენც, როგორც ბრალდების მხარეს, უნდა გაინტერესებდეთ უშუალოდ ბატონი მიხეილის მხრიდან მოისმინოთ ის ყველაფერი, რაზეც საუბრობს. თუკი მოისმენთ ისეთ რაიმე გარემოებას, რომელიც შეიცავს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ნიშნებს, ვალდებულება გექნებათ, რომ მოახდინოთ რეაგირება. თქვენ მეუბნებით, რომ შევაწყვეტინო სიტყვა? ნებისმიერი პირი, რომელიც სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგს დაარღვევს, მისგან ზედმეტ ხმაურს მოვისმენთ ან რეპლიკას, დატოვებს სხდომის დარბაზს. თუ თქვენი სურვილია, რომ დაესწროთ სხდომას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე“, - განაცხადა მოსამართლე ქოქიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system