თავში

დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი - BASSIANI-ის დამფუძნებელი

დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი - BASSIANI-ის დამფუძნებელი
დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი -  BASSIANI-ის დამფუძნებელი

კლუბ BASSIANI-ის თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი წერს, რომ 12 იანვარს, კლუბის ტერიოტრიაზე, თანამშრომელზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

"დღეს დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს, BASSIANI-ის შესასვლელში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩვენი თანამშრომლების მიმართ 18 გასროლა განახორციელა და დაჭრა

სამი მათგანი. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. მადლობა მათ, ვინც ბოლომდე მიჰყვა პროცესს - სამართლიანობისთვის" - წერს ორაშვილი. 

კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა

ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ბიძინა ჩაჩხიანმა ცეცხლი გახსნა. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ გაისრულოა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system