თავში

დავით ფურცხვანიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

დავით ფურცხვანიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
დავით ფურცხვანიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

დაცვის მხარემ სასამართლოს 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაკავებულის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პროკურატურის მოთხოვნა სრულად გაიზიარა და ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებული სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებას იყენებს. 

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, ფურცხვანიძემ გარკვეული ფოტო-მასალა მიაწოდა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტის მიერ არის გადაღებული და იმ ადგილს, ასახავს, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს. რამიშვილი აცხადებს, რომ ფოტოები 19 ივნისით თარიღდება და ჩანს, რომ იმ დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მაწევანის ტყეში არ დგას.

დავით ფურცვანიძე, რომელმაც რამიშვილს აღნიშნული ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system