თავში

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი ითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ არ მომხდარიყო არანაირი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.

პროკურორის ინფორმაციით, საქმეში დევს სატელეფონო ჩანაწერები და ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც დაკავებულის დანაშაულს ამტკიცებს.

სხდომის დაწყების დროს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 მარტს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. მას გამოძიება გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობასა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system