თავში

ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - აკაკი ხუსკივაძე

ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - აკაკი ხუსკივაძე
ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - აკაკი ხუსკივაძე

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულები, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

როგორც აკაკი ხუსკივაძემ გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. 

აკაკი ხუსკივაძე საზოგადობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობოებს, მედიას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

,,ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. საზოგადოება ამას სრულად ხედავდა და ძალიან დიდი მადლობა. რომ არა ამხელა მხარდაჭერა, ჩვენი მეგობრების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების მხრიდან, რა თქმა უნდა, მედიის მხრიდან, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ჩვენ გარეთ ვართ. 

იმედია, რომ მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება ზუსტად იმ ჩარჩოებში, რაც არ იქნება შეთითხნა ბრალდების კონკრეტული ადამინების მიმართ",  განაცხადა ხუსკივაძემ.

აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს სასამართლომ 10 000-10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში 7 ნოემბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system