თავში

ფოთში, მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ფოთში, მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს
ფოთში, მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ფოთში, შსს-ის მომსახურების სააგენტოს შენობასთან მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულ კაცს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შალვა შალიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ ტყებუჩავას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ გურამ ახალაიას მკვლელობასთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, მათ შორის წლების წინ დაწყებული სისხლიანი დაპირისპირება, რა დროსაც შალვა შალიკაშვილის ძმა, გია შალიკაშვილი აწამეს და მოკლეს, სასამართლოს გზით უკვე გარკვეულია. 

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ამოღებული არ არის იარაღი. რაც შეეხება "ტოიოტას" მარკის ავტომობილს, ბრალდებული განმარტავს, რომ ავტომანქანა არა მას, არამედ უცნობ პირს, ვინმე დარსალიას ეკუთვნოდა, რომელიც ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის.

შალვა შალიკაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. 

4 თებერვალს, ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე რამდენიმე წუთში ცხელ კვალზე დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system