თავში

გამოძიება რაღაც კონკრეტულ წამალს ეძებს - ადვოკატი მეგი ბაქრაძის საქმეზე

გამოძიება რაღაც კონკრეტულ წამალს ეძებს - ა
გამოძიება რაღაც კონკრეტულ წამალს ეძებს - ადვოკატი მეგი ბაქრაძის საქმეზე

მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიება რაღაც ვერსიას ალაგებს ამ საქმის შესახებ, რაღაც ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უნდა იპოვოს და ამ ვერსიით გამოიძიოს საქმე, - ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება სხვადასხვა აფთიაქებში რაღაც კონკრეტულ წამალს ეძებს და მის საპოვნელად, აფთიაქებიდან გაყიდვების სიებია ამოღებული. 

"კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ გამოძიება იძიებს არა იმას, მეგის რამე წამალი ჰქონდა თუ არა მიღებული, რაღაც კონკრეტულ წამალს იძიებენ, კონკრეტულ წამალს ეძებენ სხვადასხვა აფთიაქებში. ამოღებული აქვთ აფთიაქებიდან გაყიდვების სია, რა მედიკამენტები გაიყიდა წინა დღეებში, რადგან ეძებენ რაღაც კონკრეტულ აბს და არ ვიცით რა აბს ეძებენ, ფიქრობენ, რომ ამას შესაძლოა რაღაც უკუეფექტი ჰქონდა. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიება რაღაც ვერსიას ალაგებს ამ საქმის შესახებ, რაღაც ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უნდა იპოვოს და ამ ვერსიით გამოიძიოს საქმე", - განაცხადა ვახო ბარამაშვილმა.

შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.

7 აპრილს, მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ ექიმებს ბრალი წარუდგინა.

დღეს კი, ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system