თავში

მიხეილ კაჭკაჭიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

მიხეილ კაჭკაჭიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
მიხეილ კაჭკაჭიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

,,გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ კაჭკაჭიშვილი, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ის სამართალდამცავ ორგანოში 12:00 საათზე მივა.

ცნობისთვის, მიხეილ კაჭკაჭიშვილმა გუშინ, 25 ივნისს სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომელშიც სამართალდამცველებს მის დაკითხვას სთხოვდა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს შსს-მ 17 პირი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system