თავში

გარდაცვლილი ექთნის ექსპერტიზა - სამხარაულის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს

გარდაცვლილი ექთნის ექსპერტიზა - სამხარაულის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს
გარდაცვლილი ექთნის ექსპერტიზა - სამხარაულის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა სახის კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები.

„ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ  27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა ორშაბათს, 29 მარტს გამოქვეყნდებოდაა.

18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system