თავში

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

"რომ იცოდეთ, მარნეულის კაპეზეში ერთი დღე-ღამის გატარება ღირს დაახლოებით 500$, ასეთი "სტავკა" აქვს ივანიშვილს. მისი სასტუმრო "პარაგრაფის" ფასი დაადო მარნეულის კაპეზეს. მე იქაურ პერსონალთან პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა, ცდილობს რეპრესიების გამოყენებას. 

რაც უფრო მეტს დაიჭერენ, რაც უფრო ბრუტალური იქნება მათი ქმედება, მით უფრო მძაფრი იქნება საზოგადოების პასუხი, რაც უფრო გაწელავს რეჟიმი ზამბარას, მით უფრო მწარედ მოხვდებათ ცხვირში." - უთხრა პროცესიდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს. 

ცნობისთვის, გიგი უგულავა 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დედაქალაქში ადგილების არა რსებობის მოტივით, უგულავა მარნეულში გადაიყვანეს.

გიგი უგულავას გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კიდევ 14 ადამიანი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system