თავში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩვენებას ექსპერტები მისცემენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩვენებას ექსპერტები მისცემენ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩვენებას ექსპერტები მისცემენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქრაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი განახლდა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხრის მოწმეები დაიკითხებიან.

პროკურორის განცხადებით, გამოკითხულთა შორის იქნებიან საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტები, რომლებმაც იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის მეხსიერების ბარათი დაამუშავეს.

"დღევანდელ პროცესზე დაიკითხება რამდენიმე მოწმე , ძირითადად ექსპერტები იქნებიან. იქნება ექსპერტ-კრიმინალისტი, იქნება ჰაბიდოსკოპური ექსპერტი და იქნება ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტი, ეს არის უშუალოდ იაკობ ბრეგაძის ფოტოაპარატთან დაკავშირებული, ვინც დაამუშავა ინფორმაცია", - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

დაცვის მხარის ადვოკატის, გიორგი გელხაურის, თქმით იაკობ ბრეგაძემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანა.

"ამ ექსპერტმა რა უნდა გვითხრას საინტერესო, საქმისთვის მნიშვნელოვანი წარმოუდგენელი და გაუგებარი არის. რაც შეეხება თვითონ იაკობ ბრეგაძესა და მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მან დასაწყისშივე არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, შეცდომაში შეიყვანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც მიუთითა, რომ უცნობი იყო ვინ იჩხუბეს და სად დაიწყო კონფლიქტი, აქედან გამომდინარე ვერ ვისაუბრებთ იაკობ ბრეგაძის ჩვენების მნიშვნელობაზე, ვინაიდან იგი არ არის გულწრფელი", - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე მაია ოშხარელმა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ 6 არასრულწლოვანს სასჯელის ზომა განუსაზღვრა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, 13 ნოემბერს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები - ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი, დამნაშავედ ცნო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system