თავში

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო
გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

გოგი წულაიამ წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. პოლიტიკოსის მეგობრის, ლევან ჟღენტის ინფორმაციით, პროტესტის უკიდურეს ფორმას, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართა. 

მეგობრების ვარაუდით, ქალი, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს, წულაიას მიუგზავნეს და ის პროვოკაციას წამოეგო.

"ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ბოდიში, მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე რომ წაყვა რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?!" - განაცხადა წულაიას მეგობარმა, ლევან ჟღენტმა. 

გოგი წულაიას, რომელსაც ქალზე ძალადობას ედავებიან, ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. უკვე აღებულია სისხლის, თმის, ფრჩხილის ნიმუშები და ტანსაცმელი. მასალა ექსპერტიზაზე დღეს გადაიგზავნება.

გოგი წულაიას ადვოკატის განცხადებით, საქმეში ჩართული იყო მესამე პირიც. ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებით, წულაიას უდანაშაულობა დამტკიცდება. 

 გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წულაიას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღნიშნულ საქმეში დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system