თავში

ნიკა გვარამია პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

ნიკა გვარამია პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა
ნიკა გვარამია პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. 

გვარამია გამოკითხვაზე, გუშინ, საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და მომხდარზე პასუხისმგებლობას, პარლამენტის წევრ, გიორგი ვოლსკის აკისრებს.

,,გამოძიების იმედი არ მაქვს და ამის გამო არ შევდივარ. მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც მოქალაქეს ევალება - დაზარალებულს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას გადავახდევინო პოლიტიკური ფასი, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს არის სიძულვილის დანაშაული. დაზიანების ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს, აქ მთავარია მოტივაცია. ეს არის ბატონი ვოლსკის მიერ დაკვეთილი დანაშაული, ესენი არიან ვოლსკის შტაბის წევრები. ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს ამაში პოლიტიკური ფასი, ან უნდა მოახდინოს რეაგირება, ეს პირები დააკავოს და ვოლსკიზე სისხლის სამართლის საქმე აღძრას, ასევე მან დატოვოს  დეპუტატის მანდატი, ან არ მოახდინოს რეაგირება და ამგვარად, გადაიხადოს კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური ფასი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება გუშინ დაიწყო.

საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ინციდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა. ინციდენტიდან მალევე შსს-მ სამი პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system