თავში

კასპში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე განაჩენი ცნობილია

კასპში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე განაჩენი ცნობილია
კასპში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე განაჩენი ცნობილია

ბიზნესმენ ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულს, მისივე მეუღლეს, ქეთევან ჩხაიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ კახიშვილს კი უვადო პატიმრობა მიესაჯა.

დღევანდელ პროცესზე ქეთევან ჩხაიძემ დანაშაულის დაფარვა აღიარა, ზურაბ კახიშვილი კი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, 102021 წლის 14 მარტს, 33 წლის ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე იპოვეს. ას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი, მოკლულის მეზობელი დააკავეს.

გარდაცვლილი ნოდარ ღუნაშვილის ოჯახი კი აცხადებდა, რომ მოკლულის მეუღლე, ქეთი ჩხაიძე დანაშაულის უშუალო მონაწილე იყო, მათი ინფორმაციით, ქალმა ქმარი მოკლა და გვამი გადამალა.

ღუნაშვილის მეუღლე მომხდარიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, სამართალდამცველებმა დანაშაულის დამალვის ბრალდებით თბილისში, მშობლების კუთვნილ ბინაში დააკავეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system