თავში

ხელებს ავწევ და ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა - ბაჩალიაშვილის დედა

ხელებს ავწევ და ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა - ბაჩალიაშვილის დედა
ხელებს ავწევ და ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა -  ბაჩალიაშვილის დედა

ჩემთვის გამოძიების ვერსია იმ შემთხვევაში გახდება სარწმუნო, თუ საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ სატელიტიდან და ფოტოზე იქნება თამარის მანქანა. მაშინ ხელებს ავწევ, საჯაროდ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა და ვიგლოვებ შვილს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად მივიდა, სადაც ნაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. 

"ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი, რომ ადვოკატს ტელეფონი წაართვან. იმის ნაცვლად, რომ მკვლელები ეძებონ, იმის მაგივრად რომ მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა, დიდი ხანია უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ. მან დაასახელა წყარო, რომ არ ეთქვა, კიდევ მესმის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე წყაროს ვეძებთ და ამიტომ ამოვიღეთ ტელეფონიო, რომ ეთქვათ, თუმცა, ამაზე გამოძიებას ინფორმაცია ჰქონდა და ბატონ დავითმაც დაასახელა წყარო, საჯაროდ თქვა, რომ გაასაჯაროვეთ წყაროს ვინაობაო და რატომ არ ასაჯაროვებენ? ალბათ, მათ ინტერესებში არ შედის ამის გასაჯაროვება", - განაცხადა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს. რამიშვილი ფურცხვანიძის მიერ მიწოდებული მასალების საქმეზე მტკიცებულების სახით დართვას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ განაცხადა, რომ სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები ყალბია.

რამიშვილი მომხდარს მის პირად სივრცეში შეჭრად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც გააკეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system