თავში

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ბორჯომის მერს პატიმრობა შეეფარდა

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ბორჯომის მერს პატიმრობა შეეფარდა
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ბორჯომის მერს პატიმრობა შეეფარდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ლიპარტიას, რომელსაც გამოძიება ქრთამის აღებას ედავება, სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული გიორგი ულუმბელაშვილის მიმართაც.

ლიპარტიას ადვოკატი, აღკვეთის ღონისძიების სახით, 20 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე 29 თებერვალს დააკავეს. მათ ქრთამის აღებაში ედებათ ბრალი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system