თავში

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის დავით კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის დავით კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა
ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის დავით კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

"TV პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის გამო დავით კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. 

მანამდე კი, დათო კუტალაძეს პროკურატურამ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system