თავში

ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის "ქართული ოცნების“ დეპუტატებს გირაო შეეფარდათ

ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის "ქართული ოცნების“ დეპუტატებს გირაო შეეფარდათ
ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის ქართული ოცნების“ დეპუტატებს გირაო შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს, საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებს - თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძეს, აღკვეთი ღონისძიების სახით, 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

აღნიშნული ოდენობის გირაოს შუამდგომლობა სხდომაზე საქმის პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

თავის მხრივ, დღეს ლევან ხაბეიშვილს ძველი თბილისის სამმართველოში ბრალი წაუყენეს. თბილისის საკრებულოს დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობიდან", გამოძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ედავება.

შეგახსენებთ, 24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system