თავში

მარიანა ჩოლოიანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მარიანა ჩოლოიანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
მარიანა ჩოლოიანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის წინასასამართლოს ხდომა დასრულდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა. 

ჩოლოიანის ადვოკატის თქმით, მათი მოთხოვნა დასაბუთებული იყო, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შაბლონური პოიზიცია გაიზიარა, რაც დანაშაულის შესაძლო ჩადენის რისკს უკავშირდება. 

"დაცვის მხრიდან იყო შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, შეცვლილიყო, ჩვენი პოზიცია ვთვლით რომ დასაბუთებული იყო, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შაბლონური პოზიცია გაიზიარა, რომ ბრალდებულმა შესაძლოა კიდევ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი დატოვა პატიმრობაში. ბრალდების მხარემ დღემდე სასამართლოში ერთადერთი პირის ჩვენება წარმოადგინა, რომელიც მათ პოზიციას იმეორებს, დანარჩენი ჩვენებები არის ნეიტრალური." - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა და აღნიშნა, რომ ჩოლოიანი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 

საქმის პროკურორის, განცხადებით არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რის გამოც ბრალდების მხარემ ჩოლოიანის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა მოითხოვა. 

"წინასასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა, მარიანა ჩოლოიანი დარჩენილიყო პატიმრობაში. არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ამიტომაც, დაცვის მხარეს შუამდგომლობაზე ეთქვა უარი. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სასამართლოზე დღეს მისი განცხადება იქნა წარმოდგენილი და ის ამ მიზეზით არ დაესწრო სხდომას. მე ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ," - გამაცხადა პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ. 

შეგახსენებთ თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის პროცესი გაიმართა. ბრალდებული პროცესს არ ესწრება. ჩოლოიანმა ქალთა მე-5 დაწესებულებიდან სასამართლოსთვის გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესს ვერ დაესწრებოდა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

შემდეგი სხდომა 26 თებერვალს 15 საათზე გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system