თავში

მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეს თანხის აღებაში ადანაშაულებს 

მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეს თანხის აღებაში ადანაშაულებს 
მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეს თანხის აღებაში ადანაშაულებს 

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას მამას, ზაზა სარალიძეს თანხის აღებასა და კონკრეტულ პირებთან გარიგებაში ადანაშაულებს.

"ახლაც ალბათ უზენაესში გაიქცა, რომ ხელი მოაწეროს. ლოგიკურად ვხვდები, მტკიცებულება, რომ მქონდეს ახლავე გაჩვენებდით მაგრამ თბილისი პატარა ქალაქია და ჩემი ნაცნობობა და მეგობრობა მომცემს იმის საშუალებას ეს ჭეშმარიტება დავადგინო. არ ვიცი ზეპირსიტყვიერი შეთანხმება იყო, თანხა აიღო, ქონებით უზრუნველყოფა იყო თუ რა იყო. ფაქტია, რომ რაღაცამ დააინტერესა, რომ ჩვენზე იყვიროს. აქამდე არაფერი არ ჰქონდა ჩემ შვილზე და ახლა მოძებნა ჯანაშია, ახლა მოძებნეს ბარბაქაძე და შეჰპირდნენ საპროცესო გარიგებას იმის სანაცვლოდ, რომ ჩემი შვილისთვის დაებრალებინათ, რომ ხელში რაღაც დანის მაგვარი ეჭირა. ჯანაშია, რომელიც დანების კოლექციონერია ვერ გაარკვია დანა ეჭირა ჩემ შვილს ხელში თუ რაღაც. უბრალოდ ბავშვს სინდისმა შეაწუხა და ბოლომდე ვერ თქვა, რომ დანა ეჭირაო და იმიტომ თქვა დანის მაგვარიო. არ არსებობს არაფერი დედამიწის ზურგზე, რაც ჩემი შვილის ბრალეულობას ამტკიცებდა. ასე მოხდა, სადაც დიდი ფულია იქ სიმართლეა და ყველაფერი ჯანაშიას ბიძის ნაკაიძის ნამოქმედარია",- განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდიას პროცესი, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძემ ხმაურით დატოვა. პარალელურად სასამართლო პროცესი იმართება უზენაეს სასამართლოშიც, სადაც ამავე საქმეზე მსჯავრდებული პირებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system