თავში

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეს ნაფიცმსაჯულები განიხილავენ

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეს ნაფიცმსაჯულები განიხილავენ
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეს ნაფიცმსაჯულები განიხილავენ

თელავის საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის, ვანო ზანდარაშვილის საქმეს ნაფიცმსაჯულები განიხილავენ. 

ეს გადაწყვეტილება დღეს, წინასასამართლო სხდომაზე მიიღეს. ნაფიცი მსაჯულებისთვის საქმის გადაცემა ბრალდებულმა და დაცვის მხარემ მოითხოვა.

დაკავებულმა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლო პროცესზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა 15 აპრილს, 15:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ვანო ზანდარაშვილსა და ზურაბ საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ზანდარაშვილმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურაბ საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, რომელიც მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ვანო ზანდარაშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში თელავის მერიის მაღალჩისანს, ლევან ბერძენაშვილს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა.

ბრალის დამტკიცების შემეთხვევაში, ვანო ზანდარაშვილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system