თავში

მოგკლავო - რა წერია 6 წლის გოგოს ჩვენებაში 

მოგკლავო - რა წერია 6 წლის გოგოს ჩვენებაში 

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცის საქმეზე, რომელიც გურჯაანის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 6 წლის გოგონა, რომელზეც 60 წლის მამაკაცმა იძალადა, ჩვენებაში ჰყვება: 

„ამიყვანა ხელში, წამიყვანა ოთახში. დამაწვინა ბიცოლას საწოლზე. ჩამიწია ტრუსი და შორტები. ამის შემდეგ თვითონაც გაიხადა და დამაწვა.

მითხრა, თუ დავიყვირებდი ან დედას ვეტყოდი, მომკლავდა. აგრძელებდა გარყვნილ ქმედებას. ამ დროს ოთახში შემოვიდა ჩემი ბიძაშვილი, რომ დაგვინახა, გაიქცა. მოძალადე მას გაეკიდა. მე ყველაფერი დედას მოვუყევი“, - წერია 6 წლის გოგოს ჩვენებაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ მამაკაცი, რომელსაც ლაგოდეხში 6 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა. მამაკაცი ოჯახის ნათესავია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system