თავში

მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რუხაძეს ჯარიმა დაეკისრა

მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რუხაძეს ჯარიმა დაეკისრა
მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რუხაძეს ჯარიმა დაეკისრა

პარლამენტის წინ, აქციაზე დაკავებულ ,,სირცხვილიას" აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნოდარ რუხაძეს 1500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

"სირცხვილიას" აქტივისტები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უკანონოა.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს, მოძრაობა "სირცხვილიას" "დაუმორჩილებლობის" აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ,,სირცხვილიას" სამი აქტივისტი: ნოდარ რუხაძე, გიორგი მჟავანაძე და ლექსო მაჭავარიანი. ისინი ტერიტორიაზე შეშის შეტანას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლექსო მაჭავარიანის საქმეზე გუშინ, 10 ნოემბერს იმსჯელა და მას 1000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system