თავში

ნეტავ ახლაც იტყვიან, რომ "ფეიკი" დასკვნა გახდა სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველი? - ომბუდსმენი

ნეტავ ახლაც იტყვიან, რომ "ფეიკი" დასკვნა გახდა სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველი? - ომბუდსმენი
ნეტავ ახლაც იტყვიან, რომ ფეიკი დასკვნა გახდა სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველი? - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ომბუდსმენი Facebook-ზე წერს, რომ სტრასბურგმა მთავრობას მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება სწორედ ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით დაავალა.

"ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ "ფეიკი" და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი?სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის", - წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ შუალედურ ზომებს 24 ნოემბერს, საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ განიხილავენ.

წერილიდან ასევე ირკვევა, რომ სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, ეხელმძღვანელა 2021 წლის 17 ნოემბრის (ომბუდსმენის კონსილიუმი) სამედიცინო დასკვნით და აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, უზრუნველეყო პატიმრის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მორგებული იქნებოდა განმცხადებლის შეცვლილ სამედიცინო მდგომარეობასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system