თავში

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ 2 პირს, 2000 წელს დაბადებულ ა.ჭ.-ს და 1999 წელს დაბადებულ გ.კ.-ს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 15 სექტემბერს ნაქირავები მანქანით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ, მათივე ცნობით, გარდაცვლილს 10-ზე მეტი ტყვია ა.ჭ.-მ ესროლა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ის 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, მან კვარაცხელიას მისამართით 9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system