თავში

პარლამენტთან აქციის კიდევ 5 მონაწილე დააკავეს

პარლამენტთან აქციის კიდევ 5 მონაწილე დააკავეს
პარლამენტთან აქციის კიდევ 5 მონაწილე დააკავეს

საქართველოს პარლამენტთან „ლელოს“ წევრების მიერ გამართულ აქციაზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

„ლელოს“ ინფორმაციით, დაკავებულია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე. გარდა ამისა დაკავებულები არიან „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ლუკა თევზაძე და გიორგი ტალახაძე. დაკავებას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტროტუარზე საღებავებით წარწერის გაკეთება სცადა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. "ლელოს" წევრებმა შსს-სთან გადაინაცვლეს. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს 20 პირი დააკავეს. შსს-ს განმარტებით, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ ცდილობდნენ.

მოგვიანებით პარლამენტთან "ლელოს" ლიდერები და ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებდნენ. მათ ასფალტზე წარწერების გაკეთება სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ ვითარება დაიძაბა. "ლელოს" ლიდერების განცხადებით, დაკავებულია მათი პარტიის 5 წევრი.

მიმდინარე პროცესებს "ტვიტერზე" გამოეხმაურა "ქართული ოცნება". განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციური ძალებია აქეზებენ ძალადობას და აღრმავებენ პოლარიზაციას. 

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარია პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის კარვის გაშლის ხელშეშლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას, აღნიშნული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system