თავში

პროკურატურა ცდილობს დაადგინოს, რომ მტკიცებულებები გავაყალბე - რამიშვილი

პროკურატურა ცდილობს დაადგინოს, რომ მტკიცებულებები გავაყალბე - რამიშვილი
პროკურატურა ცდილობს დაადგინოს, რომ მტკიცებულებები გავაყალბე - რამიშვილი

გამოძიებამ დახურა ის საქმე, რაც გამოსაძიებელი იყო და ახლა მარი შარაშიძის საქმის გამოძიებას ცდილობს, უნდათ დაადგინონ, თითქოს მე გავაკეთე მტკიცებულებების ფალსიფიცირება, რათა საქმეს ჩამომაცილონ, - ამის შესახებ Report.ge-ს თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა. მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

რამიშვილის თქმით, რამდენიმე დღეში, პროკურატურაში თეონა თამაზაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. 

"პროკურატურაში გუშინ, თეონა თამაზაშვილის დაკითხვა სურდათ საქმის ახალი მოწმის, მარი შარაშიძის საკითხზე. ჩვენ ამაზე უარი ვუთხარით, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მივცემთ ჩვენებას. გამოძიებამ დახურა ის საქმე, რაც გამოსაძიებელი იყო და ახლა მარი შარაშიძის საქმის გამოძიებას ცდილობენ, უნდათ დაადგინონ, რომ თითქოს მე გავაკეთე მტკიცებულებების ფალსიფიცირება, რათა საქმეს ჩამომაცილონ.

მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე პროკურატურა დაგვთანხმდა და სავარაუდოდ. ზეგ ჩაინიშნება პროცესი. ვნახავთ რა კითხვები ექნებათ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. როგორც ვატყობ, მობილიზებულებიი იქნებიან მარი შარაშიძის საქმეზე.

რაც შეეხება სტრასბურგში საქმის წაღებას, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ საკითხზე მუშაობა და უახლოეს პერიოდში მოხდება ამ საქმის წაღება სტრასბურგში", - განუცხადა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა, რომლის მტკიცებითაც თამარი მას სთხოვდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას რამე დაემართებოდა, დედამისისთვის მიეხედა.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა და დაშინება მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ კი მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system