თავში

პროკურატურასთან აქციაზე 6 პირია დაკავებული - შსს

პროკურატურასთან აქციაზე 6 პირია დაკავებული - შსს
პროკურატურასთან აქციაზე 6 პირია დაკავებული - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს.

როგორც report.ge-ს უწყებაში განუცხადეს, აქტივისტების დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system