თავში

რა კითხვები აქვს პროკურატურას დავით ფურცხვანიძესთან

რა კითხვები აქვს პროკურატურას დავით ფურცხვანიძესთან
რა კითხვები აქვს პროკურატურას დავით ფურცხვანიძესთან

დავით ფურცხვანიძეს პროკურატურაში იმ ფოტოსურათებთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელიც მან ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიაწოდა. პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, მათ აქვთ კითხვები მთიან ყარაბაღში იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახის ვერსიით, ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალებას უკავშირდება. 

ჩვენ გვაინტერესებს ორი საკითხი. პირველ რიგში, ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რაზეც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ამ პიროვნებისგან მიიღო და რაც შემდეგ ჩვენ, გამოძიებას წარმოგვიდგინა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებული, იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტი, რაც ყარაბაღს უკავშირდებოდა. როდესაც სასამართლოში დავკითხეთ გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი, მან დაიხმარა კვლევა, რაც ჩატარებული იყო დავით ფურცხვანიძის მიერ. ეს პოზიციაც, რაც იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირდებოდა და ვითომდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ამ მიზეზით მოხდა, დავით ფურცხვანიძე იყო წყარო, ვინც ოჯახს ეს ინფორმაცია მიაწოდა. ეს პიროვნება ჩართულია ამ საქმეში, შესაბამისად, გვაქვს ბევრი კითხვა მასთან დაკავშირებით - რატომ, ვის დავალებებს, რა მითითებებს ასრულებს, რა ინტერესი აქვს საქმეში. ჩვენ დეტალურად დავკითხავთ ამ პიროვნებას”,- განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის დედამ და ოჯახის ადვოკატმა წარადგინეს ინეტრნეტიდან აღებული კვლევა, რომელიც ჩატარებულია უშუალოდ დავით ფურცხვანიძის მიერ.

"იქ დეტალურადაა აღწერილი ის დეტალები იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, რაც, შესაძლებელია, კავშირში ყოფილიყო ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან. ვერსია ოჯახს ამ წყაროდან გამომდინარე ჰქონდა, როგორც ჩვენ გავიგეთ დაკითხვიდან. ჩვენ ჯერ კიდევ დაკითხვამდე ვიცოდით დავით ფურცხვანიძის შესახებ ინფორმაცია. ამ ყველაფერს გადავამოწმებდით გამოძიების ფარგლებში, თუმცა დაგვემატა ახალი მოცემულობაც, ფოტოსურათები, რაზეც ამ პიროვნებას დავკითხავთ”,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძემ არ დაასახელა ფოტომასალების წყარო და უარი განაცხადა გამოკითხვაზე, რის გამოც ხვალ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ფურცხვანიძე მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა.

ბრიფინგის პარალელურად ადვოკატმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მას ეს კადრები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system