თავში

რა სახის აღკვეთის ღონისძიებას ითხოვს პროკურატურა მელიას საქმეზე

რა სახის აღკვეთის ღონისძიებას ითხოვს პროკურატურა მელიას საქმეზე
რა სახის აღკვეთის ღონისძიებას ითხოვს პროკურატურა მელიას საქმეზე

პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

თავად "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია კი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება.

მისი განმარტებით, ელექტრონული სამაჯური რომელის ტარებაც მართლმსაჯულებამ დააკისრა, უსამართლობის სიმბოლოა და მას აღარ ატარებს.

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე მიმართა.

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვის გამოსვლის დროს ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას სამაჯური 3 ივლისს გაუკეთეს, რითაც მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა. მანამდე მას საქალაქო სასამართლომ 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

უფრო ადრე კი, საქართველოს პარლამენტმა 26 ივნისს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი.

ნიკანორ მელიას პროკურატურა 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ედავება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system