თავში

როდის დააპატიმრებენ მელიას - პროკურორის განმარტება

როდის დააპატიმრებენ მელიას - პროკურორის განმარტება
როდის დააპატიმრებენ მელიას - პროკურორის განმარტება

ნიკა მელიას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, კანონმდებლობაში გამოტანილი განაჩენის აღსრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს და უცნობია, როდის დააპატიმრებენ მელიას.

სადრაძე იმედოვნებს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე შესაბამის ორგანოში თავისი ნებით გამოცხადდება. 

,,გამომდინარე იქიდან, რომ ამას სხვა უწყება აღასრულებს, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. თუმცა კანონმდებლობაში აღსრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვათ, რომ განსხვავებით საგამოძიებო უწყებასა და სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში", - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system