თავში

"რუსთავი 2-ის" საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

"რუსთავი 2-ის" საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2-ის" წილები დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს არ დაუბრუნდა და მოქმედი მფლობელის საკუთრებაში რჩება. 

წილების 60% ახლა ქიბარ ხალვაშს რჩება, დარჩენილი 40% მისივე კომპანია "პანორამას". მოიხსნა კომპანიის 60%-იან წილზე დადებული ყადაღაც. 

სამოქალაქო დავა თითქმის 2 წელი მიმდინარეობდა. მოსარჩელე მხარე ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი იყვნენ, მოპასუხე კი "რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი "რუსთავი 2-ის" 60%-იანი წილს ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს 2019 წელს მიმართეს.საქმეში ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იყო, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელმაც "რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტი 2004 წელს მას შემდეგ მიიღო, რაც თავიანთი 30-30%-იანი წილები ტელევიზიის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, მათივე მტკიცებით, იძულებით გადაუფორმეს.

დვალმა და აქიმიძემ სამართლებრივი ბრძოლა "რუსთავის 2-ის" დასაბრუნებლად ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, ხოლო 2015 წელს ისინი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა მათ არხის 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

2019 წლის 18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, "რუსთავი 2-ის" მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system