თავში

სააკაშვილს სატელეფონო საუბრები კვლავ შეზღუდული აქვს - პროკურორი

სააკაშვილს სატელეფონო საუბრები კვლავ შეზღუდული აქვს - პროკურორი
სააკაშვილს სატელეფონო საუბრები კვლავ შეზღუდული აქვს - პროკურორი

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრები კვლავ შეზღუდული აქვს.

"საპატიმრო კოდექსის შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნითა და ლეგიტიმური მიზნით, შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრები. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის უფლება და ვიყენებთ ამ შეზღუდვას მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

საქმის განხილვა 29 ნოემბერს გაგრძელდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system