თავში

"საია" კახა კუჭავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

"საია" კახა კუჭავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
საია კახა კუჭავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა, რაც აგიტაციას წარმოადგენს და ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

დარღვევასთან დაკავშირებით ცესკომ საიას საჩივრის საფუძველზე შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი განხილვისათვის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საკითხი და კახა კუჭავა გაათავისუფლა ჯარიმის გადახდისაგან და მას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

"საია" უარყოფითად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამგვარი ლოიალური მიდგომა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ჩადენილ აშკარა სამართალდარღვევაზე, უარყოფითად აისახება საარჩევნო სამართალდარღვევების პრევენციაზე", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ცნობისთვის, ვაკის მეორე ოლქში "ქართული ოცნების" სიმბოლიკით და საარჩევნო ნომრის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად კახა კუჭავა "ქართული ოცნების" სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა. 

ცესკო-მ ამ თემაზე საია-ს სარჩელი 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system