თავში

შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს

შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს
შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს მცხეთის რაიონული სასამართლო აღარ განიხილავს. ბრალდებული 8 პირის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ოქტომბერს გაიმართება.

საუბარია ძალადობის, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე, რომელშიც თავდაპირველად 11 ბრალდებული ფიგურირებდა.

თუმცა, სამი მათგანის, არჩილ გაგნიძის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს არსებითად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system