თავში

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 

როგორც საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, დღევანდელ პროცესზე 10 მოწმე დაიკითხება, მათ შორის იქნება აგარაკის ეპიზოდში დაზარალებული არასრულწლოვანი ნ.ხ., რომლის მიმართაც, პროკურორის თქმით, გამოძიებას უამრავი კითხვა ექნება. 

"დღევანდელ პროცესზე სულ 10 მოწმე დაიკითხება, მათ შორის იქნება არასრულწლოვანი ნ.ხ. ასევე იქნებიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ექსპერტი. ნ.ხ არის ერთ-ერთი დაზარალებული აგარაკის ეპიზოდში, მასზე განხორციელდა ძალადობა, შესაბამისად, ამ ადამიანზე განხორციელებული ძალადობა, მათ შორის, როგორც ჩიქოვანზე განხორციელებული ძალადობა გახდა მოტივი იმისა, რომ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს თავს დაესხნენ, მათ შორის, ჩიქოვანი და სხვა პირები. უამრავი კითხვა იქნება ნ.ხ.-სთან დაკავშირებით, მათ შორის, კითხვები იქნება იმის თაობაზე, რომ თბილისში დაბრუნების შემდგომ, როგორ ჩავიდა მცხეთაში, რა მიზანი ამოძრავებდა. დაზარალებული ნ.ხ. Mercedes-ის მარკის ავტომობილში იყმყოფებოდა", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე მაია ოშხარელმა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ 6 არასრულწლოვანს სასჯელის ზომა განუსაზღვრა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, 13 ნოემბერს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები - ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი, დამნაშავედ ცნო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system