თავში

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები პატიმრობაში რჩებიან

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები პატიმრობაში რჩებიან
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები პატიმრობაში რჩებიან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

ბრალდების მხარე ექვსივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, დაცვის მხარის შუამდგომლობა კი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იყო.

დაკავებული არასრულწლოვნებიდან ბრალს არცერთი არ აღიარებს.

რაც შეეხება 11 სწრულწლოვანის პროცესს, მათი წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს გაიმართა. ყველა მათგანი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

28 ივლისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაკავებული 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. მათი სასამართლო სხდომა 31 აგვისტოს შედგება.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system