თავში

შაქარაშვილის საქმეზე შს მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს

შაქარაშვილის საქმეზე შს მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს
შაქარაშვილის საქმეზე შს მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს

"გამოძიების ირგვლივ მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იქედან გამომდინარე რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული,"- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება

"ძალიან მძიმე შემთხვევაა და პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წვერებს, ახლობლებს, მეგობრებს, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ გამოძიების ირგვლივ მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იქედან გამომდინარე რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. ჩართულები ვართ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება, დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით და ისევდაისევ ყველა მათგანი, როგორც დაკავებულების ადვოკატები, ასევე დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. ამ თემიდან გამომდინარე მეტს ვერ ვისაუბრებ. მაქსიმალურად გახსნილები ვართ,"- განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გუშინ, 28 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ყველა ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system